Friday, November 16, 2012


პროექტის       თემა :   მარტვილის  ტაძარი
პროექტის  მთავარი  იდეა :  ინფორმაციის მოძიება  მარტვილის  მონასტრის  შესახებ.
 პროექტის  აქტუალობა:
პროექტი  აქტუალურია  იმით რომ მოსწავლეები ისწავლიან  ინფორმაციის დამოუკიდებლად  მოპოვებას,  ინფორმაციის  დახარისხებას, პრეზენტაციის  შექმნა-მოწყობას,  ინფორმაციის  ინტერნეტში  განთავსებას.
მოსწავლები  გამოიყენებენ და  გაიღრმავებენ  სწავლის  პროცესში  მიღებულ ცოდნას.
მიზანი:  პროექტის  მიზანია  მოსწავლეები  დაეუფლონ ახალ ცოდნას მარტვილის ტაძრის  შესახებ, მოიძიონ მასალები  მის ისტორიაზე. გაეცნონ იმ ეპოქას, როცა აშენდა ტაძარი და გაეცნონ ლეგენდას მარტვილზე.
ასაკი  13 წელი.
ვადები,  ხანგრძლიობა
10  დღე.
მოსალოდნელი  შედეგები:
მოსწავლეები გაეცნობიან იმ წინაპირობას, რამაც განაპირობა  ტაძრის  აშენება. მოსწავლეებს  განუვითარდებათ  ინფორმაციის მოძიების,დახარისხების, ანალიზის გაკეთების,დასკვნის  გამოტანის  უნარ-ჩვევები  ეროვნული  სასწავლო  გეგმიდან გამომდინარე
პროექტის  მსვლელობა  ( ძირითადი აქტივობები):
1.მოსწავლების ჯგუფებად დაყოფა და დავალებების მიცემა თითოეული ჯგუფისათვის.
პირველი ჯგუფი -ინფორმაციის მოძიება მარტვილის შესახებ  ლიტერატურული მასალებისა და  ინტერნეტის საშუალებით.
 2. ჯგუფი- ინფორმაციის მოპოვება.
3.საპრეზენტაციო  თემა-გიორგი ჭყონდიდელი. თემას წარადგენენ ჯგუფის ლიდერები.
4.ექსკურსია  მარტვილის მონასტერში.
5. დისკუსია- პარალელების გავლება.
კავშირი საგანთან, საგნობრივ ჯგუფთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
პროექტის ხელმძღვანელი:  თამარ გაგუა

No comments:

Post a Comment